გიმნაზიის მისია, ხედვა, ღირებულებები
გიმნაზიის მისია, ხედვა, ღირებულებები
მისია, ხედვა, ღირებულებები
მისია
ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის ცაგერის გიმნაზია მოსწავლეებს სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო პოზიტიურ გარემოს, ჯანსაღი სულიერი განვითარების შესაძლებლობებს, ქრისტიანული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რათა გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენონ წარმატებული ცხოვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
ხედვა
ა(ა)იპ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება - ცაგერის წმ. ილია მართლის სახ. გიმნაზიის ხედვა ქრისტიანულ ღირებულებებზე მოსწავლეთა აღზრდასა და სწავლა-სწავლების ხარისხზე ორიენტირებულ სისტემას ეფუძნება, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ჰარმონიულ ურთიერთობებს, მოქალაქეობრივ და სახელმწიფოებრივ აზროვნებას, გამოიმუშავებენ თანამედროვე საერთაშორისო სამყაროში ინტეგრირების უნარებს საკუთარი ეროვნული ფასეულობების კვლადაკვალ. გიმნაზია 2030 წლისათვის შეძლებს გახდეს მოწინავე საკუთარი მოსწავლეების მაღალი მიღწევებით. კურსდამთავრებულები შეძლებენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.
ღირებულებები
1. ქრისტიანული ღირებულებების აღიარება და დაცვა;
2. ადამიანის,ოჯახისა და საზოგადოების პატივისცემა;
3. უმცროს-უფროსობის კეთილდამოკიდებულება;
4. უსაფრთხო , ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნა;
5. მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება;
6. კეთილგონივრული არაფორმალური განათლების განვითარება;
7. პიროვნულ განვითარებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამკვიდრებული სასკოლო სივრცის შექმნა.